“მემფის გრიზლისის” და ესპანეთის ნაკრების ცენტრმა მარკ გასოლმა რიო დე ჟანეიროს 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობის სურვილი გამოთქვა. “ეს უდიდესი პატივი იქნება. თუკი ჯანმრთელი ვიქნები, პარტნიორებს სიამოვნებით დავეხმარები”, - განაცხადა გასოლმა.
აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია ესპანეთის ეროვნული გუნდის კიდევ ერთ ლიდერ რიკი რუბიოს. ”გასული ევრობასკეტის გამოტოვება ჩემთვის იოლი ამბავი ნამდვილად არ ყოფილა, თუმცა, ეს სამომავლოდ უნდა დამეხმაროს. ოლიმპიადაზე თამაში ჩემი ოცნებაა, თუმცა, ამაზე სეზონის დასრულების შემდეგ ვიფიქრებ. რიოში მხოლოდ იმ შემთხვევაში წავალ, თუკი სრულად ჯანმრთელი ვიქნები”.
შეგახსენებთ, რომ რუბიოს გარდა, 2015 წლის ევროპის ჩემპიონატზე არც მარკ გასოლს უთამაშია.