ჭიდაობა

13:00 | 25.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

სეოკმა წლის საუკეთესო სპორტსმენად ვლადიმერ ხინჩეგაშვილი დაასახელა

სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ მიმდინარე სეოკის (საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი) სესიაზე, აღნიშნულმა ორგანიზაციამ საქართველოს 2015 წლის საუკეთესო სპორტსმენად საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი, თავისუფალი სტილით მოჭიდავე, მსოფლიო ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი დაასახელა.

სეოკის ყოველწლიურ საანგარიშო სესიაზე 124 წევრი იყო მიწვეული, საიდანაც სესიას 101 ესწრება. საპატიო სტუმრები არიან ქალაქ თბილისის მერი დავით ნარმანია, ქალაქ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, ბრაზილიის ელჩი საქართველოში დანიელა სინტრა შავისი.

სესია ამ წუთებში მუშაობას განაგრძობს და დღის წესრიგშია 4 საკითხი:

სეოკ-ის მიერ 2015 წელს ჩატარებული მუშაობის ანგარიში;

ევროპის მე-13 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის „თბილისი 2015“- ის შედეგებისშეჯამება;

ზაფხულის XXXI-ე ოლიმპიური თამაშებისათვის მზადება;

სხვადასხვა.

0.117156