ფეხბურთი

12:42 | 25.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

რანიერი: “ლესტერი” ფორესტ გამპს ჰგავს”

ინგლისური “ლესტერის” 64 წლის იტალიელმა თავკაცმა კლაუდიო რანიერიმ თავისი გუნდი ცნობილი ფილმის “ფორესტ გამპის” მთავარ პერსონაჟს შეადარა.

“ლესტერი” ფორესტ გამპს ჰყავს, რადგან კლუბმა, როგორც ფორესტმა ბევრს გაუძლო და ბევრი აიტანა. გასულ სეზონში გასავარდნ ზონასთან ახლოს ვიყავით, ახლა პრემიერლიგას ვლიდერობთ. ჩვენ არ გავჩერდებით, გავაგრძელებთ მძიმე მუშაობას და იმავე გზით ვივლით, როგორც აქამდე. ნებიემისერი მოწინააღმდეგის დასამარცხებლად მზად ვართ”- განაცხადა რანიერიმ.

“ლესტერი” 11 მოგებით, 5 ფრით და 1 მარცხით პრემიერლიგას 38 ქულით ლიდერობს.

0.114659