თამაშგარე

10:36 | 25.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

ვანდა ნარამ ხალხი გადარია

სანამ საქართველოში იმაზე მსჯელობენ, ქალაქს საახალწლო განათებები სჭირდება თუ არა, იტალიაში უკვე საშობაო დიდი რუზრუზია და ისეთი წვულებები იმართება, გულს რომ გაუხარებს ადამიანს. მაგალითად, მილანში, საფეხბურთო კლუბ “ინტერის” ხელმძღვანელებმა ისეთი წვეულება მოაწვყვეს, დედა შვილს რომ არ აიყვანდა ხელში.

წვეულებაზე გუნდის ყველა ფეხბურთელი იყო ცოლებითა თუ საყვარლებით მიწვეული, მაგრამ ყველა ერთად და ცალ-ცალკე დაჩრდილა, გუნდის არგენტინელი შემტევის, მაურო იკარდის არგენტინელმავე ცოლმა, აწუკვე ცნობილმა მოდელმა, ვანდა ნარამ, რომელსაც ისე გამომწვევად ეცვა, ყველას ხვნეშა და ენის ბორძიკი გამოიწვია.

ვანდას ტანზე შემოტმასნილ და დიდებულად დეკოლტირებული კაბის ცქერას მამაკაცები კი არა, ქალებიც კი ვერ უძლებდნენ და მისი ხილვით მიბნედილნი თუშური ხინკლებივით ერთმანეთზე ეყარნენ. თავად ვანდა ნარა კი, იმდენ ხალხს შორის, ტანის ველური რხევით თამამად დააბოტებდა და ტელეფონით ე.წ. სელფებს იღებდა.

0.141246