ჩოგბურთი

1:20 | 25.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ქალ ჩოგბურთელთა ნაკრები ისრაელში ითამაშებს

საქართველოს ქალ ჩოგბურთელთა ნაკრები, რომელმაც წლეულს ფედერაციის თასის I ჯგუფის ევრო-აფრიკულ ზონაში თამაშის უფლება შეინარჩუნა, მორიგ მატჩებს 2016 წლის 3-6 თებერვალს ჩაატარებს.

სწორედ ამ პერიოდში I ჯგუფის 14 ნაკრები ისრაელის ქალაქ ეილატში შეკრიბება და ორ ოთხგუნდიან და ორ სამგუნდიან ჯგუფში გადანაწილდება.

ტურნირის რეგლამენტის თანახმად, A ჯგუფის გამარჯვებული ნახევარფინალში C ჯგუფის საუკეთესო ნაკრებს გაეჯიბრება. თავის მხრივ დაწყვილდებიან B და D ჯგუფის საუკეთესო გუნდებიც.

ამ მატჩებში გამარჯვებულები 2 გუნდი ფედერაციის თასის მსოფლიო ჯგუფის პლეი-ოფში თამაშის უფლებას მოიპოვებს, რაც უკვე სერიოზული დონეა. აღნიშნული პრინციპითვე ერთმანეთის პირისპირ ჯგუფების ბოლოადგილოსნები დადგებიან და 2 უარესი ნაკრები სამომავლოდ II ჯგუფის ევრო-აფრიკულ ზონაში დაქვეითდება.

ისიც ვთქვათ, რომ ეილატში საქართველოს ნაკრების გარდა, ბელგია, ბულგარეთი, ხორვატია, ესტონეთი, დიდი ბრიტანეთი, უნგრეთი, ისრაელი, ლატვია, პორტუგალია, სამხრეთ აფრიკა, შვედეთი, თურქეთი და უკრაინა ითამაშებენ.

თავადაც ხედავთ, შემადგენლობა საკმაოდ ძლიერია, ამდენად, წილისყრაზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.

0.109717