“ბეტისმა” ესპანელ მეკარეს ანტონიო ადანს ახალი კონტრაქტი გაუფორმა. აღნიშნული ინფორმაცია ანდალუსიური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.
ახალი ხელშეკრულების თანახმად, 28 წლის კიპერი “ბენიტო ვილამარინზე” 2019 წლის 30 ივნისამდე დარჩება და მისი გამოსყიდვა 8 მილიონ ევროდ შეეძლებათ.
28 წლის მეკარემ მიმდინარე ლა ლიგაში 15 შეხვედრა ჩაატარა და 18 გოლი გაუშვა.