“გოლდენ სტეიტ უორიორსის” გამთამაშებელ სტეფ კარის Time.com-ის ჟურნალისტმა ჰკითხა, მიიჩნევს თუ არა ის თავს ნბა-ს საუკეთესო კალათბურთელად.
“ჩემი აზრით ლიგის საუკეთესო კალათბურთელი ვარ. არ დავიწყებ იმ მიზეზებზე საუბარს თუ რატომ ვარ საუკეთესო. ჩემს დონეზე ვინც თამაშობს, ყველა ჩემსავით ფიქრობს, რადგან თუ ასე არ იფიქრებ, საკუთარ თავს ცუდ მდგომარეობაში ჩააგდებ”.