დავით პეტრიაშვილი ვაკე-საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს. სამოქალაქო პანაშვიდი ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ეკლესიაში გაიმართა, პეტრიაშვილი უკანასკნელ გზაზე ოჯახის წევრებმა, მეგობრებმა და სრულიად ქართულმა საფეხბურთო სამყარომ გააცილა. თბილისში იმყოფებოდნენ უეფას წარმომადგენლებიც, მათ შორის უეფას ვიცეპრეზიდენტი გრიგორი სურკისი და აღმასკომის წევრი თეო ტეოდორიდისი.
უეფა-ს ეროვნულ ფედერაციებთან ურთიერთობის მენეჯერი, დავით პეტრიაშვილი 21 დეკემბერს გამთენიისას ტრაგიკულად დაიღუპა. პეკინისა და ბახტრიონის ქუჩების კვეთაზე ის გზაზე გადადიოდა, რა დროსაც საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი დაეჯახა. საქმეს მთავარი პროკურატურა იძიებს.
tvpirveli.ge