ფეხბურთი

14:34 | 24.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

დავიდ ვილია ისევ ნაკრებში?

34 წლის დავიდ ვილია, შესაძლოა, ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში დაბრუნდეს. “ნიუ იორკ სიტის” ვარსკვლავს ნაკრებში 97 მატჩი ჩაუტარებია და 59 გოლი გაუტანია. ის “ფურია როხას” ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია, თუმცა სურს, რომ მატჩების რაოდენობა მინიმუმ 100-მდე აიყვანოს.

“დიახ, კიდევ მინდა ნაკრებში თამაში. ისიც ვიცი, რომ კონკურენციის გამო, ეს ძალიან რთული იქნება, თუმცა იმედი მაქვს. სიტყვა მთავარ მწვრთნელ ვისენტე დელ ბოსკეზეა” – უთხრა ვილიამ ესპანურ “ას”-ს.

ვილიამ ნაკრებში ბოლო მატჩი 2014 წლის მუნდიალზე, ავსტრალიასთან ჩაატარა და მშვენიერი გოლიც გაიტანა. ის ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონია. დაახლოებით ერთი თვის წინ, დელ ბოსკემაც განაცხადა, რომ ვილიას ნაკრებში მიწვევას არ გამორიცხავს.

0.105299