ფეხბურთი

13:07 | 24.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

“მონრეალი” დროგბას “ჩელსიში” არ უშვებს

MLS-ის კანადურმა კლუბმა “მონრეალ იმპაკტმა” დაადასტურა, რომ დიდიე დროგბა ლონდონის “ჩელსიში” მწვრთნელის ამპლუაში დაბრუნებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებას აწარმოებს, თუმცა, გუნდს კოტ დივუარელი თავდამსხმელის შენარჩუნება უნდა.

37 წლის ფეხბურთელი “მონრეალს” ივლისში შეუერთდა და მას შემდეგ 12 მატჩში 12 გოლი გაიტანა. შაბათს გამოჩნდა ფოტო, სადაც დროგბა “ჩელსისა” და “სანდერლენდის” მატჩის მსვლელობისას ტრიბუნაზე გუს ჰიდინკთან ერთად იჯდა და მას შემდეგ გაჩნდა ხმები იმასთან დაკავშირებით, რომ ის პრემიერლიგის კლუბს მწვრთნელის რანგში დაუბრუნდება.

“მონრეალმა” სოციალური ქსელის მეშვეობით დაადასტურა, რომ “ჩელსისთან” მოლაპარაკება მართლაც მიმდინარეობს, მაგრამ იქვე წერია, ფეხბურთელის შენარჩუნება გვინდაო:

“ჩვენ მუდმივი კონტაქტი გვაქვს “ჩელსისთან” და დროგბასთან. მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ის 2016 წელსაც ჩვენთან ერთად იყოს. გვესმის მისი დამოკიდებულება ყოფილ კლუბთან და მისი სურვილიც, რომ ყოფილ კლუბს დაეხმაროს. მაგრამ ჩვენი მიზანია ახალი სეზონის დაწყებამდე დიდიე უკან დავიბრუნოთ, რაც მის კონტრაქტშია გაწერილი. სამწუხაროდ, სიტუაციას ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ”.

0.115619