ფეხბურთი

11:47 | 24.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

ვან გაალმა პრესკონფერენცია დატოვა

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა ლუის ვან გაალმა პრესკონფერენცია დაწყებიდან 5 წუთში დატოვა. გამოცდილი ჰოლანდიელი სპეციალისტი ჟურნალისტების კითხვამ თავის მომავალთან დაკავშირებით გააღიზიანა და პროტესტის ნიშნად მათ შეკითხვებს აღარ უპასუხა.

“მე უკვე გათავისუფლებული ვარ პოსტიდან და “მანჩესტერის” მწვრთნელი ჟოზე მოურინიოა. თქვენი აზრით, კითხვებზე პასუხის გაცემა მინდა? – გეთანხმებით რთული პერიოდი გვაქვს, მაგრამ 4 კვირის წინ პრემიერლიგაში ლიდერები ვიყავით და ამდენივე დროში პირველ ადგილზე გადასვლა ისევ შეგვიძლია.

მე არ მსურს თქვენს კითხვებზე პასუხის გაცემა, ყველას გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს”, - ბრძანა ვან გაალმა.

0.11165