ფეხბურთი

11:22 | 24.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

kicker: გვარდიოლა “სიტის” მწვრთნელია

მიუნხენის “ბაიერნის” ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა, რომელიც სეზონის ბოლოს გუნდს დატოვებს, ზაფხულში ინგლისურ “მანჩესტერ სიტის” ჩაიბარებს. ამის შესახებ ავტორიტეტული გერმანული გამოცემა “კიკერი” იუწყება.

წყაროს ცნობით, გვარდიოლასთან თანამშრომლობით ლონდონის “ჩელსი” და “მანჩესტერ იუნაიტედიც” არიან დაინტერესებულნი, თუმცა კატალონელი სპეციალისტი “ქალაქელებს” უკვე შეუთანხმდა. პეპს მანჩესტერში მუშაობა თავის ძველ ნაცნობებთან, ჩიკი ბეგირისტაინთან და ფერან სორიანოსთან ერთად მოუწევს, რომლებიც მის მხარდამხარ “ბარსელონაში” მუშაობდნენ.

“მანჩესტერ სიტის” ამჟამად მანუელ პელეგრინი წვრთნის, რომლის შედეგებითაც როგორც ჩანს, კლუბის ხელმძღვანელები კმაყოფილნი არ არიან. გვარდიოლას კი ესპანეთსა და გერმანიაში გამარჯვებების შემდეგ ტიტულების მოგება ინგლისშიც შეეძლება.

0.117592