ფეხბურთი

10:29 | 24.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ნაპოლიმ” ჟორჟინიოს გაუხანგრძლივა

იტალიური “ნაპოლის” ბრაზილიელი ნახევარმცველი ჟორჟინიო, რომელსაც იტალიის მოქალაქეობა აქვს, “სან პაოლოზე” 2020 წლის ზაფხულამდე დარჩება. ამის შესახებ ნეაპოლიტანური გუნდის ვებგვერდი იტყობინება.

“ნაპოლი” აცხადებს, რომ ჟორჟინიოსთან” კონტრაქტი 2020 წლის 30 ივნისამდე გახანგრძლივდა”, - წერია “აძურის” საიტზე.

ჟორჟინიო “ნაპოლიში” 2014 წელს “ჰელას ვერონადან” გადაბარგდა და მიმდინარე სეზონში 16 შეხვედრა აქვს ჩატარებული, თუმცა გოლი არ გაუტანია.

0.12918