ფეხბურთი

20:43 | 23.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

“სევილიას” ფასიოს დაბრუნება სურს

ანდალუსიურ “სევილიას” ლონდონის “ტოტენჰემის” ცენტრალური მცველის ფედერიკო ფასიოს დაბრუნება სურს – იუწყება ავტორიტეტული გამოცემა Sky Sports–ი.

“დალაქების” პრეზიდენტის ხოსე კასტროს თქმით, ისინი ფასიოს ტრანსფერზე მუშაობენ და ეცდებიან, რომ არგენტინელი ზამთრის სატრანსფერო პერიოდში დაიბრუნონ.

28 წლის ფეხბურთელმა “ტოტენჰემის” ძირითად შემადგენლობაში ადგილი საბოლოოდ მას შემდეგ დაკარგა, რაც კლუბში ტობი ალდერვეირელდი მივიდა. მიმდინარე სეზონში ფასიომ “დეზების” რიგებში მხოლოდ ერთი შეხვედრა ჩაატარა, ისიც ინგლისის ლიგის თასზე.

შეგახსენებთ, რომ ფასიო “ტოტენჰემში” 2014 წლის ზაფხულში “სევილიადან” 8 მილიონ ფუნტად გადავიდა. მან ამ დროის განმავლობაში “მამლების” მაისური 26-ჯერ მოირგო.

ფედერიკოს ლონდონურ კლუბთან კონტრაქტი 2018 წლამდე აკავშირებს და 8 მილიონ ევროდაა შეფასებული.

0.13124