ფეხბურთი

18:00 | 23.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

ფალკაო ჰიდინკის გეგმებშია

ლონდონის “ჩელსის” ახალი მწვრთნელი გუს ჰიდინკი რადამელ ფალკაოზე იმედს ამყარებს და მის გაშვებას არ აპირებს – იუწყება ცნობილი ბრიტანული გამოცემა Telegraph–ი.

აღნიშნული წყაროს ცნობით, ჰიდინკი კოლუმბიელი ფორვარდის შესაძლებლობებში დარწმუნებულია და სჯერა, რომ ძველი ფორმის დაბრუნებას შეძლებს. ჰოლანდიელი მწვრთნელი კვირას რადამელს შეხვდა და უთხრა, რომ მის გეგმებში შედის და ძირითადის მოთამაშედ მოიაზრებს.

29 წლის ფორვარდი “ჩელსიში” ზაფხულში გადავიდა, თუმცა ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრება ვერ შეძლო და 11 მატჩში მხოლოდ 1 გოლი გაიტანა. მან ბოლოს ოქტომბრის ბოლოს “ლივერპულთან” წაგებულ (1:3) მატჩში ითამაშა და მას შემდეგ ტრავმას მკურნალობდა.

0.118913