ფეხბურთი

17:25 | 23.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჯაკას სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს

ბუნდესლიგის სადისციპლინო კომიტეტმა “გლადბახის” კაპიტანი გრანიტ ჯაკა სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.

23 წლის ნახევარმცველი “დარმშტადთან” მოგებული შეხვედრის (3:2) 38-ე წუთზე არასპორტული საქციელით გამოირჩა და წითელი ბარათი მიიღო, ხოლო ეპიზოდის განხილვის შემდგომ, სასჯელი კიდევ უფრო გაუმკაცრეს და ბუნდესლიგის სამ შეხვედრას გამოტოვებს.

ჯაკამ მიმდინარე სეზონში 23 შეხვედრა ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა.

0.145335