ფეხბურთი

15:34 | 23.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

ინძაგი “ლიონის” თავკაცად ახსენეს

ფრანგული “ლიონის” მთავარ მწვრთნელად შესაძლოა, იტალიელი ფილიპო ინძაგი დაინიშნოს. როგორც eurosport-ი იუწყება, “ოლიმპიკის” ხელმძღვანელობა უკმაყოფილოა გუნდის ამჟამინდელი თავკაცის ჰუბერ ფურნიეს მუშაობით და მის გათავისუფლებას უახლოეს ხანებში გეგმავს. ინძაგიც სწორედ მის შემცვლელად ჰყავთ შეგულებული.

წყაროს ინფორმაციით, ერთადერთი დაბრკოლება შეიძლება სუპერპიპოს ხელფასი აღმოჩნდეს, რომელიც “მილანში” სეზონში 1.5 მილიონ ევროს იღებდა, ხოლო “ლიონს” ასეთი ოდენობის თანხის გაღება ამ დროისთვის არ შეუძლია.

“ლიონი” საფრანგეთის ლიგა 1-ში 19 ტურის შემდეგ 26 ქულით მე-9 ადგილზეა. გარდა ამისა, ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფური ეტაპი ვერ დაძლია.

0.111186