ჩოგბურთი

14:18 | 23.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

მეტოქეთა ვინაობა შეიტყვეს

გაირკვა იმ ჩოგბურთელთა ვინაობა, რომელთაც თურქეთის ქალაქ ანტალიაში დაწყებული 10-ათასიანი ტურნირის მერვედფინალში ქართველი გოგონები – სოფო ქვაცაბაია და ეკატერინე გორგოძე დაუპირისპირდებიან.

მე-2 ნომრად განთესილი ქვაცაბაია ძალებს გერმანელ კატარინა იაკობთან მოსინჯავს, რომელმაც პირველ წრეში ჩერნოგორიელ სლიადიანა საველიჩს 6:1, 6:4 სძლია.

მე-3 განთესვა გააჩნია გორგოძეს, რომლის მეტოქეც კვალიფიკაციის ერთ-ერთი გამარჯვებული – თურქი ოპეკ ოზი იქნება. ამ უკანასკნელმა საწყის შეხვედრაში ამერიკელი საბრინა ბარკდული 4:6, 6:1, 6:0 დაამარცხა.

0.789764