ფეხბურთი

14:02 | 23.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ინტერმა” სამი ფეხბურთელი დააჯარიმა

იტალიის სერია A-ს ერთპიროვნულმა ლიდერმა მილანის “ინტერმა” სამი ფეხბურთელი, ფელპიე მელო, ადემ ლიაიჩი და სტევან იოვეტიჩი დააჯარიმა. როგორც “გაძეტა დელო სპორტი” წერს, სამივე ზემოხსენებულ მოთამაშეს ხელფასიდან 5% ჩამოეჭრება. ამის მიზეზი დისციპლინის დარღვევა გახლავთ.

ლიაიჩს ჯარიმა რომის “ლაციოსთან” მატჩამდე რობერტო მანჩინისთან შელაპარაკების გამო დაეკისრა, იგივე მიზეზით დაისაჯა იოვეტიჩიც, ხოლო მელოს შელაპარაკება თამაშის შემდეგ გასახდელში თანაგუნდელ მაურო იკარდისთან მოუვიდა. გარდა ამისა, ბრაზილიელმა “ლაციოსთან” მატჩში წითელი ბარათი მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა.

ერთი სიტყვით, “ნერაძურის” ბანაკში მთლად დალაგებული სიტუაცია როგორც ჩანს არაა და ლომბარდიული კლუბის ხელმძღვანელებმაც ზომების მიღება გადაწყვიტეს.

0.113275