ფეხბურთი

13:11 | 23.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

"რეალი" მოურინიოზე სერიოზულად ფიქრობს

მადრიდის "რეალის" პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი ჟოზე მოურინიოს გუნდში დაბრუნებაზე სერიოზულად ფიქრობს. Cadena Ser-ის ინფორმაციით, პერესმა შესაძლოა უახლოეს დღეებში გუნდის მთავარი მწვრთნელი რაფაელ ბენიტესი დაითხოვოს.

ესპანური გამოცემის ინფორმაციით, კლუბის პრეზიდენტი ესპანელს გუნდში ორგანიზებულობას უწუნებს და მის გაშვებაზე ფიქრობს.

ჟოზე მოურინიოს "ჩელსიდან" დათხოვნის შემდეგ ინგლისური მედია პორტუგალიელს "მანჩესტერ იუნაიტედს" უკავშირებდა, თუმცა მწვრთნელის აგენტმა ჟორჟე მენდეშმა ეს ცნობა უარყო.

პორტუგალიელი "რეალში" 2010-დან 2013-წლამდე მუშაობდა და გუნდს ლა ლიგა (2011/12), ესპანეთი თასი (2010/11) და სუპერთასი (2012) მოაგებინა.

0.117575