კალათბურთი

11:13 | 23.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

ზაზას 7 ქულა და 3 მოხსნა “ტორონტოსთან”

ზაზა ფაჩულიას “დალას მავერიკსი” კანადაში “ტორონტოსთან” 103:99 დამარცხდა.

ფაჩულია სასტარტო ხუთეულში იმყოფებოდა და პარკეტზე უჩვეულოდ ცოტა დრო 18 წუთი დაჰყო. ამ დროში ქართველმა ცენტრმა გუნდს 7 ქულა, 3 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და ერთი ბლოკ-შოტი შესძინა. ზაზამ 6-დან 3 ორქულიანი და 1-დან ერთი საჯარიმო სროლა ჩააგდო.

“დალასის” მეორე ცენტრმა ჯავალ მაკგიმ პარკეტზე 17 წუთი დაჰყო და 5 ქულა და 5 მოხსნა შესძინა გუნდს.

მატჩში ყველაზე მეტი 28 ქულა კანადელთა ლიდერმა დეროზანმა ჩააგდო, “დალასში” 20 ქულით დირკ ნოვიცკი საუკეთესო იყო.

“დალასი” 15 მოგებით და 13 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მეხუთე ადგილს იკავებს.

0.126727