ფეხბურთი

10:56 | 23.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

“სიონმა” ანტალიურ შეკრებაზე სპარინგები დაგეგმა

ბოლნისის “სიონი” ანტალიურ შეკრებაზე რუმინულ “კრაიოვასა” და დანიურ “ოლბორგს” დაუპირისპირდება.

როგორც "სიონის" ოფიციალური ვებგვერდი (www.fcsionibolnisi.com) იტყობინება, ორივე კლუბთან კონტრაქტი უკვე გაფორმებულია. ბოლნისური გუნდი ზამთრის შეკრებაზე სულ 5 ამხანაგური მატჩის გამართვას გეგმავს, აქედან ორი სპარინგ-პარტნიორი უკვე გარკვეულია.

რუმინულ “კრაიოვასთან” შეხვედრა 3 თებერვალს გაიმართება, დანიურ “ოლბორგთან” კი – 11 თებერვალს.

“კრაიოვა” რუმინეთის უმაღლეს ლიგაში 27 ქულით მერვე ადგილს იკავებს. “ოლბორგი” კი დანიური სუპერლიგის ერთ-ერთი ლიდერია და 34 ქულით მეორე ადგილზეა.

0.119378