კალათბურთი

2:16 | 23.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

ცინცაძე ისევ ფრანგულ კლუბში ყოფილა

ორიოდ დღის წინ, რამდენიმე ცნობილმა ევროპულმა სააგენტომ გაავრცელა ცნობა, რომ გიორგი ცინცაძემ “გრაველინ-დიუნკერკი” დატოვა, თუმცა, გუშინ ქართველი კალათბურთელი ფრანგული კლუბის რიგებში ისევ გამოჩნდა და ჩემპიონატში მორიგი მატჩი ჩაატარა.

ცინცაძის გუნდმა “ლე ავრს” სტუმრად 83:63 სძლია, ქართველმა უკანახაზელმა კი 13 წუთში 4 ქულა და 5 პასი მოაგროვა. გიორგიმ 4-დან 1 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ორქულიანი ააცილა, ბურთი 4-ჯერ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ.

გრაველინელთა მხრიდან 10-ქულიან ზღვარს მარკუს დავმა (15), ვენ მუკუბუმ (14), პაპე სიმა (13) და სტივენ გრეიმ (13) გადააბიჯეს.

შედეგად, ამ გუნდმა 11 მოგება და 3 მარცხი მოაგროვა და სატურნირო ცხრილს “ლიონ-ვილერბანთან” ერთად ლიდერობს.

0.115159