თითოეულ მატჩში შეფასებების მიხედვით, გამოვლინდა ბუნდესლიგის პირველი წრის სიმბოლური ნაკრები. საიტმა Whoscored.com-მა თერთმეტეულში ყველაზე ბევრი ფეხბურთელი, რა თქმა უნდა, “ბაიერნიდან” შეიყვანა – 4 კაცი.
მეკარე: ცილერი (ჰანოვერი)
მცველები: ვიერინია (ვოლფსბურგი), ვესტერგარდი (ვერდერი), მატიპი (შალკე), ჰექტორი (კიოლნი)
ნახევარმცველები: ვიდალი, მიულერი, დუგლას კოშტა (ყველა – ბაიერნი), მხითარიანი (დორტმუნდი)
თავდამსხმელები: რაფაელი (გლადბახი), ლევანდოვსკი (ბაიერნი).