ფეხბურთი

20:21 | 22.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ჩელსისა” და “ატლეტიკოს” ბარტერი

მადრიდის “ატლეტიკომ” და ლონდონის “ჩელსიმ” შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ. როგორც ინგლისური მედია წერს, “ჩელსის” ახალ მთავარ მწვრთნელ გუს ჰიდინკს საკუთარი გუნდის რიგებში “როხიბლანკოს” კოლუმბიელი ფორვარდის ჯექსონ მარტინესის ხილვა სურს და მზადაა მის სანაცვლოდ ესპანელი დიეგო კოშტა დათმოს.

მოგეხსენებათ, კოშტა ლონდონში გადასვლამდე “ვისენტე კალდერონზე” თამაშობდა, ხოლო მარტინესმა დიეგო სიმეონეს გუნდის ძირითად შემადგენლობაში ფეხის მოკიდება ვერაფრით მოახერხა.

0.11603