ფეხბურთი

21:03 | 22.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

ვერონმა, “ოქროს ბურთს” სამომავლოდ ან ნეიმარი, ან დიბალა მოიგებსო...

ლეგენადრული არგენტინელი ფეხბურთელი და ამჟამად “ესტუდიანტესის” პრეზიდენტი ხუან სებასტიან ვერონი მიიჩნევს, რომ მისი თანამემამულე პაულო დიბალა ბრაზილიელ ნეიმართან ერთად უახლოესი წლების საუკეთესო ფეხბურთელი იქნება და “ოქროს ბურთისთვის” ბრძოლაც ამ ორ მოთამაშეს შორის გაჩაღდება.

“თუ მესიმ დიბალას მომავალში წარმატებები უსურვა, მეც იგივეს გავაკეთებ. რა თქმა უნდა, მომდევნო წლებში “ოქროს ბურთის” მოგების მთავარი კანდიდატი ნეიმართან ერთად დიბალა იქნება. პაულო, კარლოს ტევესივით ფიზიკურად ძლიერი არაა, მაგრამ ძალიან ტექნიკურია”, - უთხრა ვერონმა იტალიურ გამოცემა “ტუტოსპორტს”.

პაუო დიბალა მიმდინარე სეზონის დაწყების წინ ტურინის “იუვენტუსში” სიცილიური “პალერმოდან” გადავიდა და გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა. უცხოურ მედიაში იმასაც წერენ, რომ მის მიმართ ინტერესს კატალონიის “ბარსელონა” იჩენს და 80 მილიონი ევროს გადახდაზეცაა ყაბულს...

0.10914