საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრებისა და “დალას მავერიქსის” წევრი ზაზა ფაჩულია NBA-ს მიმდინარე სეზონის საუკეთესო მომხსნელებს შორისაა. 31 წლის ცენტრი ბურთს ფარიდან თამაშში საშუალოდ 10.8-ჯერ ხსნის და ამ მაჩვენებლით მსოფლიოს საუკეთესო ლიგაში მეხუთე ადგილზეა. მას სულ მცირედით სჯობნის ესპანელი ვარკვლავი პაუ გასოლი (10.9), რომელიც მეოთხე ადგილზეა.
საუკეთესო ხუთეული:
ანდრე დრამონდი (“დეტროიტ პისტონსი”) – 16.4 მოხსნა საშუალოდ თამაშში
დე ანდრე ჯორდანი (“ლოს ანჟელეს კლიპერსი”) – 13.3
დუაიტ ჰოვარდი (ჰიუსტონ როკეტსი”) – 11.9
პაუ გასოლო (“ჩიკაგო ბულსი”) – 10.9
ზაზა ფაჩულია (“დალას მავერიქსი”) – 10.8
ფაჩულიასთვის მიმდინარე სეზონი კარიერაში საუკეთესო თუ არა, ერთ-ერთი საუკეთესო ნამდვილადაა, მან წლეულს უკვე 15-ჯერ ორმაგი დუბლის შესრულება შეძლო და წარდგენილია “ოლ სტარის” მატჩზეც.