ფეხბურთი

16:10 | 22.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

მწვრთნელთა რეიტინგი: 499- ქეცბაია, 529 – არველაძე...

საიტმა www.coachworldranking.com-მა გამოაქვეყნა ახალი რეიტინგი მწვრთნელებისა, ოღონდ, მოცემულია მხოლოდ კლუბებში მომუშავე სპეციალისტების სია. ქართველთაგან ყველაზე ზემოთ, 499-ე ადგილზე თემურ ქეცბაიაა, მას 30 ადგილით ჩამორჩება შოთა არველაძე, რომელიც ამჟამად უმუშევარია, თუმცა წლეულს ორ გუნდს წვრთნიდა: “ქასიმფაშასა” და “ტრაბზონსფორს”. დანარჩენი ქართველები ათასეულს მიღმა არიან.

რეიტინგი დგინდება როგორც ეროვნულ ჩემპიონატში, ასევე ევროტურნირებზე ნაჩვენები შედეგებით:

499 - თემურ ქეცბაია (აპოელი) – 1224

529 - შოთა არველაძე (ბოლოს “ტრაბზონსფორში” იყო) – 1137

1061 - თამაზ პერტია (“სკონტო”) – 210

1070 - ლევან ხომერიკი (“დინამო” ბათუმი) – 206

1152 - გია გეგუჩაძე (“დინამო” თბილისი) – 144

1284 - კახა კაჭარავა (“ცხინვალი”) – 74

პირველ სამ ადგილზე ესპანელები არიან: მიმდევრობით – ლუის ენრიკე (“ბარსელონა”), უნაი ემერი (“სევილია”), ხოსეპ გვარდიოლა (“ბაიერნი”).

0.115749