ჩოგბურთი

13:42 | 22.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

ქვაცაბაია და გორგოძე ანტალიის ტურნირში ითამაშებენ

თურქეთის ქალაქ ანტალიაში სტარტი აიღო მორიგმა საერთაშორისო ტურნირმა (საპრიზო ფონდი 10 ათასი დოლარი), რომელშიც ძალებს სოფო ქვაცაბაია და ეკატერინე გორგოძე მოსინჯავენ.

აღსანიშნავია, რომ ქართველი ჩოგბურთელები ბრძოლაში პირდაპირ მერვედფინალიდან ჩაებმებიან. სოფოს მე-2 განთესვა გააჩნია, ხოლო ეკატერინეს – მე-3.

აქვე ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) მიერ განახლებულ რეიტინგზეც ვთქვათ, სადაც 8 ქართველი გოგონა მოხვდა: 221 (207). სოფო შაფათავა – 229 ქულა; 371 (384). ეკატერინე გორგოძე – 99; 379 (383). სოფო ქვაცაბაია – 96; 468 (467). მარიამ ბოლქვაძე – 63; 656 (653). ოქსანა კალაშნიკოვა – 30; 772 (773). თინათინ ყავლაშვილი – 20; 1098 (1094). თამარ ჭალაგანიძე – 7; 1207 (1202). ანა შანიძე – 4;

0.131417