ფეხბურთი

11:51 | 22.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

“დეპორტივომ” პლეტიკოშა დაიმატა

ესპანეთის პრიმერადივიზიონის ბინადარმა ლა კორუნიის “დეპორტივომ” ვეტერანი ხორვატი მეკარე სტიპე პლეტიკოშა გაიფორმა. ამის შესახებ გალისიური გუნდის ვებგვერდი იტყობინება.

კლუბის პრეზიდენტ ტინო ფერნანდესის თქმით, 36 წლის მეკარე მომდევნო კვირაში შეუერთდება გუნდს და ვარჯიშსაც დაიწყებს. “დეპორმა” ბალკანელი კარის დარაჯი ხელი უფასოდ ჩაიგდო, რადგან თავისუფალი აგენტის სტატუსი ჰქონდა.

ბოლოს პლეტიკოშა რუსულ “როსტოვში” ირჯებოდა, რომლის ღირსებასაც 4 წლის განმავლობაში იცავდა. მანამდე კი, სპლიტის “ჰაიდუკში”, დონეცკის “შახტარში”, მოსკოვის “სპარტაკსა” და ლონდონის “ტოტენჰემში” უთამაშია. ხორვატიის ნაკრებში სტიპეს 1999-2014 წლებში 114 შეხვედრა აქვს ჩატარებული.

0.116479