ფეხბურთი

0:02 | 22.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

კეინი: “მომავალი წელი უკეთესი იქნება”

ლონდონის “ტოტენჰემისა” და ინგლისის ნაკრების თავდამსხმელმა ჰარი კეინმა ჟურნალისტებთან საუბარში 2015 წელი შეაჯამა და აღნიშნა, რომ მიმდინარე წელი მისთვის შესანიშნავი გამოდგა.
22 წლის ფორვარდით თქმით, ის მიღწეულით დაკმაყოფილებას არ აპირებს და დარწმუნებულია, რომ მომავალი წელი მისთვის უკეთესი იქნება.
“30 არის მრგვალი და ლამაზი რიცხვი, თუმცა ამაზე გაჩერებას არ ვაპირებ და ვეცდები, დარჩენილ მატჩებში კიდევ გავიტანო.
ეს იყო მშვენიერი წელი, რომელმაც ძალიან ბევრი რამ შემძინა, თუმცა 2016 წელი კიდევ უფრო უკეთესი იქნება. 22 წლის ვარ, ვცდილობ მაქსიმალურად ბევრი ვისწავლო, საჭირო გამოცდილება მივიღო და უფრო სრულყოფილი გავხდე.
ახლა ყველაფერი შესანიშნავადაა და “ტოტენჰემი” ძალიან კარგ მდგომარეობაშია”, – განაცხადა კეინმა.
ინგლისის ნაკრების ფორვარდმა უკანასკნელი 12 თვის განმალობაში 30 გოლი გაიტანა და თანაც, ახალ წლამდე კიდევ ორი შეხვედრა აქვს სათამაშო.
ისიც ვთქვათ, რომ პრემიერლიგის 17 ტურის შემდეგ, “ტოტენჰემი” 24 ქულით მე-4 ადგილს იკავებს.

თეგებიჰარი კეინი
0.125124