კალათბურთი

19:07 | 21.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

ირვინგი 12 ქულით დაბრუნდა

“კლივლენდ კავალიერსის” ძირითადი გამთამაშებელი კაირი ივინგი ტრავმის მოშუშების შემდეგ პარკეტს 12 ქულით დაუბრუნდა. მიმდინარე სეზონში პირველი შეხვედრა კაირიმ გამთენიისას “ფილადელფიას” (108:86) წინააღმდეგ ჩაატარა. გამთამაშებელმა პარკეტზე 17 წუთი დაჰყო, ამ დროში მან გუნდს 12 ქულა, 4 პასი, 2 ჩაჭრა და 1 მოხსნა შესძინა.

“გრძელი გზა გავიარე, მაგრამ საბოლოოდ ჩემს თანგუნდელებთან ერთად აქ ვარ, ძალიან სასიამოვნოა”- განაცხადა ირვინგმა.

შეგახსენებთ, რომ ირვინგი გუნდს მუხლის ტრავმის გამო ჯერ კიდევ გასული სეზონის ფინალში გამოაკლდა.

https://www.youtube.com/watch?v=LNrvuNGAORo

0.113103