ფეხბურთი

17:30 | 21.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

მესის თანამემამულემ შეაფურთხა

კატალონიის “ბარსელონას” არგენტინელ ვარსკვლავ ლიონელ მესის ტოკიოს აეროპორტ “ნარიტაში” “რივერ პლეიტის” ქომაგმა შეაფურთხა. გამოცემა “მარკას” ინფორმაციით, მესის იაპონიიდან ესპანეთში დაბრუნებისას “რივერის” გულშემატკივრები დახვდნენ და არცთუ თბილად მოიხსენიებდნენ, ხოლო ერთ-ერთმა მათგანმა ზემოხსენებული საქციელით გამოხატა მისდამი დამოკიდებულება.

მოგეხსენებათ, “ბარსელონამ” მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში ბუენოს აირესის “რივერ პლეიტი” 3:0 დაამარცხა და აღნიშნულ მატჩში პირველი გოლი სწორედ მესიმ გაიტანა.

0.115787