კალათბურთი

16:23 | 21.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

მიხეილ გაბრიჩიძე: "იგორ კოკოშკოვის კანდიდატურის განხილვას არ გამოვრიცხავთ"

ქართული საკალათბურთო საზოგადოებისადმი მოწერილი იგორ კოკოშკოვის ღია წერილის შემდეგ, საზოგადოებაში გაჩნდა კითხვა - "ტოვებს თუ არა სერბი მწვრთნელი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს?" ამ კითხვაზე საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის მიხეილ გაბრიჩიძის პასუხი ამავე ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gbf.ge) გამოქვეყნდა:

"პირველ ყოვლისა მინდა, მადლობა გადავუხადო იგორს, რომელმაც ძალიან რთულ პერიოდში ჩაიბარა ნაკრები და მოახერხა მისი მაღალ დონემდე აყვანა. ეს ნამდვილად დასაფასებელია. მინდა, გითხრათ, რომ იგორი არის ჩვენი მეგობარი, უაღრესად დადებითი პიროვნება, ძალიან კარგი სპეციალისტი და რა თქმა უნდა, ფედერაცია მასთან კონტაქტებს არ დაკარგავს და ითანამშრომლებს. დიდი მადლობა მას ასეთი თბილი წერილისთვის. ჩემი აზრით, მას ამით სურდა ჩვენთვის ეთქვა, რომ ფედერაცია თავისუფალი ყოფილიყო მწვრთნელის არჩევაში - ეს იქნება იგორი თუ სხვა სპეციალისტი. არ გამოვრიცხავთ, რომ იგი კვლავ მოისაზრებოდეს კანდიდატად, ეს იგორთან საუბრის შემდეგ საბოლოოდ გადაწყდება. ჩვენ რა თქმა უნდა ვფიქრობთ სხვა მწვრთნელებზე. იგორის გარდა არის კიდევ 3 კანდიდატი და მომავალი გვიჩვენებს, თუ რომელ მათგანთან გადავა მოლაპარაკება უფრო კონკრეტულ ფაზაში“ - აღნიშნავს მიხეილ გაბრიჩიძე.

0.126492