იტალიის სერია ა-ს მე-12 ტურში ნიკა მეტრეველის “ბეტალანდ კაპო დ’ორლანდო” “პეზაროს” დაუხვდა და 69:72 დამარცხდა.
ქართველი კალათბურთელი თამაშში 15 წუთით ჩაერთო და 2 ქულა და 4 მოხსნა მიითვალა. მეტრეველმა 3-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ.
მასპინძელთა რიგებში საუკეთესო ლოურენს ბოუერსი იყო, რომელმაც ორმაგი დუბლი (19 ქულა, 11 მოხსნა) შეასრულა, პეზაროელთაგან კი ასევე ამერიკელი ოსტინ დაიე გამოირჩა. მან 28 ქულას 16 მოხსნა წაამატა.
მეტრეველის კლუბი 4 მოგებით და 8 მარცხით 16-გუნდიან ლიგაში მე-14 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 23 დეკემბერს, სტუმრად, “დოლომიტი ენერჯია ტრენტოსთან” ჩაატარებს.
იტალიის რანგით მე-2 ლიგაში გიგა ჯანელიძის “აურორა ჯესი ბასკეტმა” “ტრიესტეს” 75:70 სძლია, ქართველმა კალათბურთელმა კი 15 წუთში 2 ქულა და 6 მოხსნა მოაგროვა.
ქართველმა კალათბურთელმა 3-დან 1 ორქულიანი გამოიყენა, სამქულიანი ააცილა და 1 პერსონალური ფოლი მიიღო.
“აურორა ჯესი ბასკეტი” აღმოსავლეთ დივიზიონში 4 მოგებით და 9 მარცხით მე-13 პოზიციაზეა, მომდევნო თამაშს კი 27 დეკემბერს სტუმრად “სენტრალე დელ ლატე ბრეშიასთან” გამართავს.
იტალიაშივე რანგით მე-4 – C დივიზიონში სოსო მაჭავარიანის “ფაბიანი ფორმიამ” გასვლით მატჩში “ვირტუს ბასკეტ აპრილიას” 93:71 სძლია, ქართველმა კალათბურთელმა კი 19:33 წუთში 11 ქულა, 1 მოხსნა, 1 ჩაჭრა მოაგროვა.
მაჭავარიანმა 6-დან 4 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც 3-ჯერ დაჯარიმდნენ.
“ფაბიანი ფორმიამ” 8 მოგება და 4 მარცხი მოაგროვა და 14-გუნდიან ლიგაში “ჩივიტავეკიასთან” ერთად მესამე-მეოთხე ადგილებს იყოფს. სოსოს კლუბს მომდევნო შეხვედრა უკვე გაისად, 9 იანვარს, შინ “ანციო ბასკეტთან” ელის.