კალათბურთი

13:58 | 21.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი 16-წლამდელები თურქეთთან დამარცხდნენ და მე-3 ადგილისთვის ბულგარეთს შეხვდებიან

რუმინეთში საერთაშორისო ტურნირ „ბალკანეთის მომავალ ვარსკვლავში“ საასპარეზოდ მყოფმა საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ნახევარფინალური მატჩი თურქეთთან წააგო.

კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა ქართველმა კალათბურთელებმა ევროპის ჩემპიონატის A დივიზიონის წევრთან ბოლომდე იბრძოლეს, მაგრამ წარმატების შანსი არ ჰქონიათ.

შეხვედრა თურქებმა 29 ქულით - 87:58 მოიგეს. ქართველებმა ტოლ-სწორად თურქებს მეორე ტაიმში ეთამაშეს, თუმცა პირველ ნახევარში სხვაობა დიდი იყო და საბოლოოდ დიდი სხვაობაც დაფისირდა.

საქართველოს ნაკრებში 23 ქულით საუკეთესო შედეგი ოთარ პერტაიამ დააფიქსირა. მეორე ქართველი კალათბურთელი, რომელიც 10-ქულიან ზღვარს ასცდა, საბა გეგუჩაძე იყო 11 ქულით. კახა ჟღენტმა შეხვედრა 8 ქულით დაასრულა, 6 ქულა ჰქონდა ირაკლი სულხანიშვილს.

საქართველოს ნაკრები ბუქარესტის ტურნირზე ბოლო, მე-3 ადგილისთვის მატჩს 21 დეკემბერს გამართავს. ქართველებს რევანშის შანსი ეძლევათ. ტურნირის პირველი მატჩი სწორედ დღევანდელ მეტოქე ბულგარეთთან – 63:67 წააგეს. შეხვედრა თბილისის დროით 6-ის ნახევარზე დაიწყება და მისი პირდაპირი ტრანსლაციის ნახვა შეგეძლებათ ბმულზე:

http://www.frbaschet.ro/campionat-masculin/cupa-balcanica#mbt:17-303$t&0=1

საერთაშორისო ტურნირი. ბუქარესტი. რუმინეთი. 20 დეკემბერი

თურქეთი 87:58 საქართველო (29:13, 18:11, 20:20, 20:14)

www.gbf.ge

0.116675