ფეხბურთი

18:08 | 20.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მერებაშვილმა გუნდი გამოიცვალა

“ვერიას” აწ უკვე ყოფილმა ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი მერებაშვილმა “ლევადიაკოსთან” 1.5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. აღნიშნული ინფორმაცია შემტევი ნახევარმცველის ახალი გუნდის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

ოფი-ს და “ვერიას” შემდეგ გიორგისთვის “ლევადიაკოსი” კარიერაში მესამე ბერძნული გუნდია. მიმდინარე სეზონში მერებაშვილმა 11 მატჩი ჩაატარა და თავი 1-1 გოლითა და საგოლე გადაცემით გამოიჩინა. გასულ სეზონში კი ოფი-ს რიგებში 21 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა და 3-ჯერ თანაგუნდელებსაც გაატანინა.

Transfermarket-ის ინფორმაციით, ქართველი ლეგიონერის სატრანსფერო ღირებულება 2015 წლის 27 სექტემბრის მონაცემების მიხედვით 700 000 ევროს შეადგენს.

0.111212