თამაშგარე

10:33 | 20.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

დაშხოშიანი სუზი კორტესი

მას შემდეგ, რაც ბრაზილიელი გავაგანიერი ასული, სუზი კორტესი თავისმა დიადმა უკანალმა უპოპულარულესი გახადა და კონკურს “მის ბუმ-ბუმში” გაამარჯვებინა, ქალბატონი სუზი ერთობ გამორჩეული ქალი შეიქმნა და ახლა ბულვარულ მედიას მისი სხეულის ორგანოების გარდა ისიც აინტერესებს, თუ რომელ საფეხბურთო კლუბს ქომაგობს.

როგორც სუზი კორტესი ამბობს, მას ბავშვობიდან ერთადერთი საფეხბურთო კლუბი, “სან პაულუ” უყვარს და თავს სწორედ ამ გუნდის თილისმად რაცხს. როდესაც ”სან პაულოს” ბოსებმა სუზის ქომაგობის ამბავი შეიტყვეს, ბუკსა და ნაღარას ჰკრეს და ყველას საჯაროდ ამცნეს – აი ნახეთ თურმე რა ქალსა ვყვარებივართო...

სუზი კორტესი ვისაც ერთი ჩვეულებრივი “მედღეხვალიობაზე” თავგადადებული გოგო ჰქონია, ნამეტნავად შემცდარა. ამ ქალს საკმაოდ დიდი და შორსმიმავალი გეგმები ჰქონია და როგორც იძახის - მხოლოდ “მის ბუმბუმობა” რას მიქვია, მე ქალი არ ვიყო თუ მთელს მსოფლიოს ჩემი დაშხოშიანი სხეული არ ვაჩვენოო. ამბობს და ასრულებს კიდეც!

0.134214