ფეხბურთი

2:11 | 20.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ლესტერი” შობას ლიდერის რანგში ხვდება

სეზონის დაწყების წინ ვინმეს რომ ეთქვა, “ლესტერი” საშობაოდ პირველ ადგილზე იქნებაო, ალბათ გიჟად ჩათვლიდნენ, თუმცა რეალობა ასეთია. “მელიებმა” უდიდესი სენსაცია მოახდინეს და შობის დღესასწაულს პრემიერლიგის ლიდერის რანგში ხვდებიან.

“ლესტერმა” იმ სტადიონმა გაიმარჯვა, სადაც 3 ქულის მოპოვება ყველას უჭირს. სტუმრებმა “ევერტონს” აჯობეს და სრულიად დამსახურებულად იმარჯვეს. ანგარიში 27-ე წუთზე რიად მაჰრეზმა პენალტით გახსნა, რომელიც ფუნეს მორის მიერ შინჯი ოკაზაკის წაქცევას მოჰყვა. “ევერტონმა” წონასწორობა ხუთ წუთში აღადგინა, შმეიხელი რომელუ ლუკაკუმ დაამწუხრა და ტაიმი ფრედ დასრულდა.

სტუმრები 65-ე წუთზე კვლავ მაჰრეზმა დააწინაურა და ალჟირელმა ამჯერადაც პენალტი შეასრულა ზუსტად, რომელიც ტიმ ჰოვარდის მიერ ჯეიმის ვარდის წაქცევის გამო დაინიშნა. ოთხ წუთში ჯეიმი ვარდიმ უკვე საგოლე გადაცემა გააკეთა და შინჯი ოკაზაკის გაატანინა გოლი, ხოლო შეხვედრის მიწურულს შეცვლაზე შემოსულმა კევინ მირალაშმა სხვაობა შეამცირა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:3.

ჟოზე მოურინიოს გარეშე პირველი ჩატარებული შეხვედრა “ჩელსისთვის” წარმატებული გამოდგა. ლონდონელებმა საშინაო მატჩში “სანდერლენდი” ზედმეტი პრობლემების გარეშე დაამარცხეს და გასავარდნ ზონას ოდნავ მოშორდნენ.

“არისტოკრატებმა” პირველი ნახევარი ბრანისლავ ივანოვიჩისა და პედრო როდრიგესის გოლებით მოიგეს. 50-ე წუთზე ოსკარმა პენალტი შეასრულა ზუსტად, ხოლო სამ წუთში შეცვლაზე შემოსულმა ბორინიმ პრესტიჟის გოლი გაიტანა – 3:1.

პრემიერლიგაში მე-4 მატჩია ვერ იგებს “მანჩესტერ იუნაიტედი”, რომელმაც შინ “ნორვიჩთან” წააგო და ოთხეულიდან ამოვარდა. მასპინძლები მთელი შეხვედრის განმალობაში სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა “იადონების” კონტრშეტევები გაეპარათ და 55-ე წუთისთვის ჯერომის და ტეტის გოლებით 0:2-ს აგებდნენ. “წითელმა ეშმაკებმა” ერთადერთი რაც შეძლეს, პრესტიჟის გოლია, რომელიც 66-ე წუთზე ენტონი მარტიალმა ახლო მანძილიდან გაიტანა - 1:2. “იუნაიტედის” თამაში უკვე ვეღარანაირ კრიზისს ვერ უძლებს და თუ ასე გაგრძელდა, ლუის ვან გაალიც ჟოზე მოურინიოს ბედს გაიზიარებს...

მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა ლონდონის “ტოტენჰემმა”, რომელმაც გასვლაზე “საუთჰემპტონი” დაამარცხა და ოთხეულში შევიდა. შეხვედრის ბედი პირველივე ნახევარში გადაწყდა, ტაიმის მიწურულს გოლები ალიმ და კეინმა გაიტანეს – 0:2.

უკანასკნელ 4 მატჩში 10 ქულა დააგროვა “კრისტალ პალასმა”, რომელმაც 29 ქულით მე-6 ადგილზე გადაინაცვლა და “ტოტენჰემსა” და “იუნაიტედს” მხოლოდ ბურთების სხვაობით ჩამოუვარდება. “არწივებმა” გასვლაზე დაძაბულ ბრძოლაში აჯობეს “სტოკს”. ალან პარდიუს შეგირდებმა პირველი ნახევარი ვიკჰემის ზუსტად 11-მეტრიანით მოიგეს, რასაც ბოიან კრკიჩმა 76-ე წუთზე ასევე ზუსტი პენალტით უპასუხა. სტუმრებს შეცვლაზე შემოსულმა ლი ჩუნგ-იონგმა მოუპოვა, რომელმაც საბოლოო ანგარიში 88-ე წუთზე დააფიქსირა – 1:2.

“ბორნმუთმა” გასვლაზე “ვესტ ბრომვიჩი” დაამარცხა, რომელმაც შეხვედრა 9 კაცით დაასრულა, ხოლო “ნიუკასლმა” და “ასტონ ვილამ” “სენტ ჯეიმს პარკზე” გაიყვეს ქულები.

ჩელსი – სანდერლენდი 3:1 (2:0)

ლონდონი, “სტემფორდ ბრიჯი”

ჩელსი (4-2-3-1): კურტუა, ტერი, ზუმა, ივანოვიჩი, აზპილიკუეტა, მატიჩი, ფაბრეგასი (მიკელი 71), პედრო, ოსკარი (რამირესი 82), ვილიანი, კოშტა (რემი 76).
მწვრთნელი: სტივ ჰოლანდი

სანდერლენდი (5-3-2): პანტელიმონი, კოატესი (ა.ჯონსონი 23), ოში, ქაბული, ჯონსი, ვან აანჰოლტი, მ’ვილა, ტოივონენი (ბორინი 46), როდუელი, უოტმორი (გრემი 79), დეფო.
მწვრთნელი: სემ ელარდაისი

გოლები: 1:0 ივანოვიჩი (5), 2:0 პედრო (13), 3:0 ოსკარი (50 პენ.), 3:1 ბორინი (53)
გაფრთხილებები: მატიჩი – პანტელიმონი, როდეული, ოში
მსაჯი: როჯერ ისტი

ევერტონი – ლესტერი 2:3 (1:1)

ლივერპული, “გუდისონ პარკი”

ევერტონი (4-2-3-1): ჰოვარდი, მორი, სტოუნზი, კოულმენი, ბეინსი, ბერი, კლევერლი, დეულოფეუ (ლენონი 74), ბარკლი, კონე (მირალაში 74), ლუკაკუ.
მწვრთნელი: რობერტო მარტინესი

ლესტერი (4-4-2): შმეიხელი, ვასილევსკი, მორგანი, ფუჩსი, სიმპსონი, კანტე, კინგი, მაჰრეზი (დე ლაეტი 83), ოლბრაიტონი (დაიერი 71), ოკაზაკი, ვარდი (ულოა 87).
მწვრთნელი: კლაუდიო რანიერი

გოლები: 0:1;1:2 მაჰრეზი (27 პენ;65 პენ.), 1:1 ლუკაკუ (32), 1:3 ოკაზაკი (69), 2:3 მირალაში (89)
გაფრთხილებები: მორი, ჰოვარდი – ვასილევსკი
მსაჯი: ჯონათან მოსი

ვესტ ბრომვიჩი – ბორნმუთი 1:2 (0:0)

ვესტ ბრომვიჩი, “ჰაუტორნსი”

ვესტ ბრომვიჩი (4-1-4-1): მაიჰილი, ოლსონი, მაკოლი, ბრანტი (ლამბერტი 74), დოუსონი, ევანსი, მორისონი (სესენიონი 46), დ.ფლეტჩერი (ბერაჰინო 91), მაკკლინი, გარდნერი, რონდონი.
მწვრთნელი: ტონი პულისი

ბორნმუთი (4-1-4-1): ბორუცი, კუკი, ფრანცისი, სმიტი, დანიელსი, სურმანი, არტერი (რენტი 82), სტანისლასი (პუგი 70), გოსლინგი, რიტჩი, მურეი (კერმორგანტი 76).
მწვრთნელი: ედი ჰაუ

გოლები: 0:1 სმიტი (52), 1:1 მაკოლი (79), 1:2 დანიელსი (87 პენ.)
გაფრთხილებები: ევანსი, დ.ფლეტჩერი – სმიტი
გაძევებები: მაკკლინი (34), რონდონი (95)
მსაჯი: მაიკლ დინი

მანჩესტერ იუნაიტედი – ნორვიჩი 1:2 (0:1)

მანჩესტერი, “ოლდ ტრაფორდი”

მანჩესტერ იუნაიტედი (4-2-3-1): დე ხეა, ბლინდი, სმოლინგი, ჯონსი, იანგი, ფელაინი (ერერა 60), კერიკი, დეპაი, მატა, მარტიალი, რუნი.
მწვრთნელი: ლუის ვან გაალი

ნორვიჩი (4-2-3-1): რუდი, ბასონგი, ბენეტი, მარტინი, ოლსონი, ო’ნილი (მულუმბუ 82), ტეტი, ჰულაჰანი (ჰაუსონი 66), ბრედი, რედმონდი, ჯერომი (მბოკანი 82).
მწვრთნელი: ალექს ნილი

გოლები: 0:1 ჯერომი (38), 0:2 ტეტი (54), 1:2 მარტიალი (66)
გაფრთხილებები: ო’ნილი, ბრედი
მსაჯი: მაიკლ ოლივერი

სტოკი – კრისტალ პალასი 1:2 (0:1)

სტოკი, “ბრიტანია სთედიუმი”

სტოკი (4-2-3-1): ბატლანდი, ვოლშაიდი, შოუკროსი, პიტერსი, გ.ჯონსონი, ველანი (უოლტერსი 65), ვან გინკელი (ადამი 75), აფელაი, შაქირი, არნაუტოვიჩი, კრკიჩი.
მწვრთნელი: მარკ ჰიუზი

კრისტალ პალასი (4-4-2): ჰენესი, დელანი, დანი, იარდი, სუარე, მაკარტური, ლედლი, ზაჰა (ლი 81), პანჩონი (მუტჩი 79), ვიკჰემი (შამახი 64), ბოლასი.
მწვრთნელი: ალან პარდიუ

გოლები: 0:1 ვიკჰემი (45+1 პენ.), 1:1 კრკიჩი (76 პენ.), 1:2 ლი (88)
გაფრთხილებები: შაქირი, აფელაი
მსაჯი: რობერტ მედლი

საუთჰემპტონი – ტოტენჰემი 0:2 (0:2)

საუთჰემპტონი, “სენტ მერი სთედიუმი”

საუთჰემპტონი (4-2-3-1): გაცანიგა, ფონტე, ვან დეიკი, ბერტრანი, სოარეში, კლასი (უარდ-პროუსი 78), ვანიამა, ს.დევისი (ლონგი 64), ტადიჩი (ხუანმი 64), მანე, პელე.
მწვრთნელი: რონალდ კუმანი

ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი, ვერტონგენი, ალდერვეირელდი, უოლკერი, ბ.დევისი, დემბელე, დაიერი, ალი (კეროლი 79), ლამელა, ერიკსენი (ჩადლი 86), კეინი (სონი 91).
მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო

გოლები: 0:1 კეინი (40), 0:2 ალი (43)
გაფრთხილებები: ფონტე – ალი
მსაჯი: კევინ ფრენდი

ნიუკასლი – ასტონ ვილა 1:1 (1:0)

ნიუკასლი, “სენტ ჯეიმს პარკი”

ნიუკასლი (4-4-1-1): ელიოტი, კოლოჩინი, მბემბა, დუმეტი, ჯანმაატი, ანიტა (ტაუვინი 71), კოლბეკი, სისოკო, ვეინალდუმი, ს.დე იონგი (ა.პერესი 59), სისე (მიტროვიჩი 33).
მწვრთნელი: სტივ მაკკლარენი

ასტონ ვილა (4-3-1-2): გუზანი, ოკორე, ლესკოტი, ბაკუნა, ჰატონი, სანჩესი, გაიე, ვესტვუდი, ვერეტუტი, სინკლერი (ჟესტედი 60), ჯ.აიუ.
მწვრთნელი: რემი გარდი

გოლები: 1:0 კოლოჩინი (38), 1:1 ჯ.აიუ (61)
გაფრთხილებები: დუმეტი – ბაკუნა, ჯ.აიუ, ვესტვუდი
მსაჯი: მარტინ ატკინსონი

0.191922