ფეხბურთი

23:02 | 19.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ინტერი” მზადაა იკარდი “ატლეტიკოში” გაუშვას

მილანის “ინტერის” ფეხბურთელმა მაურო იკარდიმ შესაძლოა კარიერა ესპანეთში გააგრძელოს. მადრიდის “ატლეტიკო” მზადაა არგენტინელ ფეხბურთელში 40 მილიონი ევრო გადაიხადოს. ინფორმაციას Corriere Dello Sport-ი ავრცელებს.

იტალიური გამოცემის ცნობით, “ნერაძურის” ხელმძღვანლობა მზადაა სამხრეთამერიკელი დათმოს. ტრანსფერი კი 2016 წლის ზაფხულში განხორციელდება.

მიმდინარე სეზონში 22 წლის თავდამსხმელმა 13 მატჩი ჩაატარა და თავი 6 გატანილი გოლით გამოიჩინა. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება ზაფხულის მონაცემებით მიხედვით 32 მილიონ ევროს შეადგენს.

0.117021