იტალიის სერია A-ში 2015 წლის ბოლო ტურია – ცენტრალურ მატჩი კი კვირას, მილანში გაიმართება. ერთპიროვნული ლიდერი “ინტერი” შობას პირველ პოზიციაზე ყველა შემთხვევაში შეხვდება, მაგრამ “ნერაძურის” კონკურენტების მოახლოვება არ უნდა ხიბლავდეს. ამიტომაც, რობერტო მანჩინის გუნდს წლის მაჟორულ ნოტზე დასრულება რომის “ლაციოსთან” მატჩში მართებს. “ინტერს” სეზონის წინ ბევრი კრიტიკოსი ჰყავდა და თავიდან მოპოვებულ უპირატესობას დროებითს უწოდებდნენ, მაგრამ ფაქტია, რომ ლომბარდიული გუნდი ჩინებულად თამაშობს. იგივეს ვერ ვიტყვით “ლაციოზე” – “ბიანკოჩელესტე” სატურნირო ცხრილის ქვედა ნაწილშია და უკვე 5 ტურია არ მოუგია. მართალია, სამი დღის წინ, “ლაციალემ” კოპა იტალიაზე “უდინეზეს” სძლია და მეოთხედფინალში გავიდა, მაგრამ სტეფანო პიოლის ბედი მაინც შიდა ჩემპიონატით განისაზღვრება და არავინ უწყის, როდემდე აპატიებენ წარუმატებელ თამაშს.
ფერსა და გონზე მოსული “იუვენტუსი” მოდენაში დებიუტანტ “კარპის” ეთამაშება. ამ მატჩში “იუვე” ცალსახა ფავორიტია და წესით გამარჯვება არ უნდა გაუჭირდეს. ჯერ ერთი, რომ კარგ ფორმაშია და სერია ა-ში თამაშიდან გოლს აღარ უშვებს, და მეორეც – თვითონ “კარპია” მეტისმეტად გამოუცდელი და სუსტი. ფაბრიციო კასტორის ბიჭებისთვის ელიტა მართლაც უცხო ხილია და ალბათ, ამ ყველაფერთან შესაგუებლად დრო სჭირდებათ, ოღონდ ძალიან თუ არ დაუგვიანდათ...
სკუდეტოს კიდევ ერთი მაძიებელი “ნაპოლი” ბერგამოში ჩავა და იქიდან გამარჯვებული ეცდება დაბრუნებას. მაურიციო სარის გუნდს სამი ქულა მართლაც ჰაერივით სჭირდება, რადგან ბოლო ორ ტურში ოდენ კინკილა ქულას გამორჩა და “ინტერს” გაქცევის საშუალება მისცა. არადა, მეტოქე ისეთი ჰყავს, რომელიც შინ კერკეტი კაკალია და თანაც, ჩინებულ ფორმაში იმყოფება.
ფლორენციის “ფიორენტინა” “არტემიო ფრანკიზე” ითამაშებს და ვერონას “კიევოს” დაუხვდება. “მფრინავ ვირებს” მიჯრით ორი თამაში მოუგიათ და ფლორენციაში გადასარევ განწყობაზე ჩადიან. “ფიორეს” კი რეაბილიტირება მართებს – შუა კვირაში პაულო სოუზას შეგირდებმა მოულოდნელად იტალიის თასზე “კარპისთან” წააგეს და ტურნირს გამოეთიშნენ.
კატასტროფულ სიტუაციაში მყოფი “რომა” შინ არანაკლებ შავ დღეში მყოფ “ჯენოას” მიიღებს. ორივე გუნდი იტალიის თასიდან ქვედალიგელ გუნდებთან დამარცხდა (“მგლები” “სპეციასთან”, გენუელები – “ალესანდრიასთან) და ამასთან ჩემპიონატშიც ერთობ წარუმატებლად გამოდიან. ერთი სიტყვით, ამ მატჩში წაგებული გუნდის თავკაცი დიდი ალბათობით, უმუშევარი დარჩება...
სინიშა მიხაილოვიჩის “მილანი” კი “სტადიო მატუზაზე” დებიუტანტ “ფროზინონეს” უსტუმრება. “როსონერიმ” ბოლო ორ ტურში გასავარდნ ზონაში მყოფ გუნდებს ვერ მოუგო და რობერტო სტელონეს გუნდი მესამეა, რომელსაც ეთამაშება. ფროზინონეში წარუმატებლობა კი მართლაც ზედმეტი იქნება, მიუხედავად იმისა, რომ იტალიის თასზე “მილანმა” “სამპდორიას” გასვლაზე მოუგო და შემდეგ ეტაპზე გავიდა.
“ბოლონია” – “ემპოლი”
ბოლონია, “რენატო დალ არა”
19 დეკემბერი, 23:45 საათი
“ბოლონია” (4-3-3): მირანტე; ოიკონომუ, როსეტინი, გასტალდელო, მაზინა; ტაიდერი, კრესეტიჯი, დონსა; მუნირი, დესტრო, ბრიენცა
მწვრთნელი: რობერტო დონადონი
“ემპოლი” (4-3-1-2): სკორუპსკი; ლაურინი, ტონელი, კოსტა, მარიო რუი; ზიელინსკი, პარედესი, ბუჩელი; საპონარა; პუჩიარელი, მაკარონე
მწვრთნელი: მარკო ჯამპაოლო
მსაჯი: მაურიციო მარიანი
“კარპი” – “იუვენტუსი”
მოდენა, “ბრალია”
20 დეკემბერი, 15:30 საათი
“კარპი” (4-4-1-1): ბელეკი; ძაკარდო, რომანიოლი, გალიოლო, ლეტიცია; პაშიუტი, კოფიე, ლოლო, მარტინიო; მატოსი, ბორიელო
მწვრთნელი: ფაბრიციო კასტორი
“იუვენტუსი” (3-5-2): ბუფონი; ბარძალი, ბონუჩი, კიელინი; ლიხშტაინერი, ხედირა, მარკიზიო, პოგბა, ალექს სანდრო; დიბალა, მანჯუკიჩი
მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი
მსაჯი: პიერო ჯაკომელი
“ატალანტა” – “ნაპოლი”
ბერგამო, “ატლეტი აძური”
20 დეკემბერი, 18:00 საათი
“ატალანტა” (4-3-3): სპორტიელო; რაიმონდი, ტოლოი, პალეტა, დრამე; გრასი, დე რუნი, ჩიგარინი; მორალესი, დენისი, გომესი
მწვრთნელი: ედუარდო რეია
“ნაპოლი” (4-3-3): რეინა; ჰისაი, ალბიოლი, კულიბალი, გულამი; ალანი, ჟორჟინიო, ჰამშიკი; კალეხონი, იგუაინი, ინსინიე
მწვრთნელი: მაურიციო სარი
მსაჯი: ჯანლუკა როკი
“ფიორენტინა” – “კიევო”
ფლორენცია, “არტემიო ფრანკი”
20 დეკემბერი, 18:00 საათი
“ფიორენტინა” (3-4-2-1): ტატარუშანუ; ტომოვიჩი, როდრიგესი, ასტორი; ბერნარდესკი, ბადეი, ვესინო, ალონსო; ილიჩიჩი, ბორხა ვალერო; კალინიჩი
მწვრთნელი: პაულო სოუზა
“კიევო” (4-3-1-2): ბიძარი; კაჩატორე, გამბერინი, დაინელი, გობი; კასტრო, რადოვანოვიჩი, ჰეტემაი; ბირსა; მეჯორინი, პალოსკი
მწვრთნელი: როლანდო მარანი
მსაჯი: პაოლო ტალიავენტო
“რომა” – “ჯენოა”
რომი, “ოლიმპიკო”
20 დეკემბერი, 18:00 საათი
“რომა” (4-3-3): შჩესნი; ფლორენცი, მანოლასი, რუდიგერი, დინიე; პიანიჩი, დე როსი, ნაინგოლანი; სალაჰი, ჯეკო, იაგო ფალკე
მწვრთნელი: რუდი გარსია
“ჯენოა” (3-4-3): პერინი; იცო, დე მაიო, ანსალდი; ფიგერაში, რინკონი, ტაკჩიდისი, ლაქსალტი; ლაზოვიჩი, გაკპე, პანდევი
მწვრთნელი: ჯამპიერო გასპერინი
მსაჯი: ანდრეა ჯერვაზონი
“ვერონა” – “სასუოლო”
ვერონა, “ბენტეგოდი”
20 დეკემბერი, 18:00 საათი
“ვერონა” (4-2-3-1): რაფაელი; სალა, მარკესი, მორასი, სუპრაიენი; ვივიანი, ჰალფრედსონი; ვსჟოლეკი, იონიტა, სილიგარდი; ტონი
მწვრთნელი: ლუიჯი დელ ნერი
“სასუოლო” (4-3-3): კონსილი; ვრსიალკო, კანავარო, აჩერბი, პელუზო; ლარიბი, მისიროლი, პელეგრინი; პოლიტანო, ფლოკარი, სანსონე
მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო
მსაჯი: მარკო გუიდა
“ფორზინონე” – “მილანი”
ფროზინონე, “მატუზა”
20 დეკემბერი, 18:00 საათი
“ფროზინონე” (4-4-2): ლეალი; აჯეტი, დიაკიტე, ბლანჩარდი, პავლოვიჩი; პაგანინი, გორი, სამარკო, სოდიმო; დ. ჩიოფანი, დიონისი
მწვრთნელი: რობერტო სტელონე
“მილანი” (4-4-2): დონარუმა; აბატე, ალექსი, რომანიოლი, ანტონელი; ნიანგი, მონტოლივო, ბერტოლაჩი, ბონავენტურა; ბაკა, ლუის ადრიანო
მწვრთნელი: სინიშა მიხაილოვიჩი
მსაჯი: ლუკა ბანტი
“სამპდორია” – “პალერმო”
გენუა, “მარასი”
20 დეკემბერი, 18:00 საათი
“სამპდორია” (4-3-1-2): ვივიანო; დე სილვესტრი, პერეირა, მოისანდერი, რეჯინი; კარბონერო, ფერნანდო, სორიანო; კორეა; მურიელი, კასანო
მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა
“პალერმო” (4-3-1-2): სორენტინო; სტრუნა, გონსალესი, გოლდანიგა, ლაზაარი; ჰილიერმაკი, იაიალო, ჩოჩევი; ვასკესი; ტრაიკოვსკი, ჯილარდინო
მწვრთნელი: დავიდე ბალარდინი
მსაჯი: მიშელ ფაბრი
“ტორინო” – “უდინეზე”
ტურინი, “ოლიმპიკო”
20 დეკემბერი, 18:00 საათი
“ტორინო” (3-5-2): პადელი; ბოვო, გლიკი, მორეტი; ძაპაკოსტა, აკქუა, ვივესი, ბაზელი, მოლინარო; კვალიარელა, ბელოტი
მწვრთნელი: ჯამპიერო ვენტურა
“უდინეზე” (3-5-2): კარნეზისი; ვაგუე, დანილო, ფელიპე; ვიდმერი, ბადუ, ლოდი, იტურა, ედენილსონი; დი ნატალე, პერიკა
მწვრთნელი: სტეფანო კოლანტუონო
მსაჯი: კლაუდიო გავილუჩი
“ინტერი” – “ლაციო”
მილანი, “ჯუზეპე მეაცა”
20 დეკემბერი, 23:45 საათი
“ინტერი” (4-3-3): ჰანდანოვიჩი; დ’ამბროზიო, მირანდა, მურილო, ტელეში; გუარინი, მედელი, ბროჟოვიჩი; იოვეტიჩი, იკარდი, ლიაიჩი
მწვრთნელი: რობერტო მანჩინი
“ლაციო” (4-3-3): ბერიშა; ბასტა, მაურისიო, ჰოედტი, რადუ; კატალდი, ბილია, პაროლო; ანდერსონი, ჯორჯევიჩი, კანდრევა
მწვრთნელი: სტეფანო პიოლი
მსაჯი: პაოლო მაცოლენი