,,დინამოს“ უკანახაზელი ლუკა ზაქრაძე ( 10.04.96) ვარჯიშს შეუდგა. ამის შესახებ ,,მსოფლიო სპორტს“ ,,დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი ხოშტარიამ განუცხადა.
შეგახსენებთ, რომ ლუკა ზაქრაძემ 2015-2016 წლების სეზონი ვთბ-ლიგაში მოასპარეზე ,,ვითაში“ დაიწყო, რომელიც ვადაზე ადრე დატოვა და თამაშს ,,დინამოში“ აგრძელებს. რაც შეეხება კოჭის ტრავმას, ის ერთ-ერთი ვარჯიშის დროს მიიღო და ამის გამო რამდენიმე თამაში გაუცდა.