ფეხბურთი

20:46 | 11.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

პოდოლსკი “არსენალში” უკმაყოფილოა

ლონდონის “არსენალის” გერმანელი შემტევი ლუკას პოდოლსკი კიდევ ერთხელ ალაპარაკდა სხვა გუნდში გადასვლის თაობაზე. “კიოლნის” ყოფილი ფეხბურთელი ვენგერის გუნდის დატოვების სურვილს სწორედ უთამაშებლობით ხსნის.

პოდოლსკის მიმდინარე სეზონში იშვიათად უწევს თამაში, მოედანზე მხოლოდ ოთხ მატჩში გამოჩნდა, ყველა შემთხვევაში სათადარიგო სკამიდან ჩაერთო შეხვედრაში.

“მოედნის მიღმა ყოფნა, “არსენალის” თამაშის ყურება სათადარიგო სკამიდან არ არის სასიამოვნო. მსურს ხშირად ვითამაშო და სიამოვნება მივიღო ფეხბურთისგან. ვნახოთ რა მოხდება ზამთარში. ჯერ კიდევ დროა სატრანსფერო ფანჯრამდე” – განუცხადა ფეხბურთელმა ინგლისელ ჟურნალისტებს.

2011 წელს პოდოლსკი “კიოლნიდან” ლონდონის “არსენალში” 12 მილიონი გირვანქა სტერლინგის სანაცვლოდ გადავიდა. პირველ სეზონში 11 გოლი გაიტანა, ხოლო მეორე სეზონში 8. მიმდინარე სეზონში გოლი არ გაუტანია.

0.119851