ფეხბურთი

23:13 | 17.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

მიკოლიმ კარიერა დაასრულა
ვეტერანმა იტალიელმა თავდამსხმელმა ფაბრიციო მიკოლიმ კარიერა დაასრულა.

ვეტერანმა იტალიელმა თავდამსხმელმა ფაბრიციო მიკოლიმ კარიერა დაასრულა.

36 წლის ფეხბურთელი ბოლოს მალტური “ბირკირკარას” ღირსებას იცავდა, რომლის დატოვების თაობაზეც გუშინ განაცხადა. ის “ბირკირკარაში” გასულ ზაფხულს გადავიდა და მალტის ჩემპიონატში ჩატარებულ 16 მატჩში 8 გოლი გაიტანა.

“კასარანო”, “ტერნანა”, “იუვენტუსი”, “პერუჯა”, “ფიორენტინა”, “ბენფიკა”, “პალერმო” და “ლეჩე” – ეს იმ კლუბების ჩამონათვალია, რომელთა ღირსებასაც მიკოლი იცავდა.

იტალიელმა კარიერის საუკეთესო პერიოდი “პალერმოში” გაატარა. ის სიცილიურ კლუბში 2007-2013 წლებში თამაშობდა და 179 მატჩში 81 გოლი გაიტანა.

ფაბრიციოს იტალიის ნაკრების მაისურით 10 მატჩი აქვს ჩატარებული და მეტოქეთა კარი 2-ჯერ აიღო.

0.155195