“პარის სენ-ჟერმენის” ნახევარმცველი ხავიერ პასტორე ტრავმის გამო 2015 წელს ვეღარ ითამაშებს. აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი გამოცემა ESPN ავრცელებს.
26 წლის არგენტინელს მუხლქვეშა მყესი აქვს დაზიანებული და მკურნალობას დაახლოებით სამი კვირა დასჭირდება.
პასტორემ მიმდინარე სეზონში 11 შეხვედრა ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა.