ლონდონის “ჩელსიმ” მთავარი მწვრთნელის ჟოზე მურინიოს თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა.
კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული განცხადების თანახმად, კლუბის ხელმძღვანელობა და მოურინიო შეთანხმდნენ, რომ მიმდინარე სეზონში გუნდს წარუმატებელი პერიოდი აქვს და ორივე მხარის ინტერესებიდან გამომდინარე, პორტუგალიელის და “არისტოკრატების” გზები მეორედ გაიყო.
მიმდინარე სეზონში “ჩელსიმ” პრემიერლიგაში 16 მატჩი ჩაატარა და 15 ქულით მე-16 ადგილზე იმყოფება. “არისტოკრატებმა” 9 მატჩი წააგეს, 3 ფრედ დაასრულეს, ხოლო 4 მოიგეს. მოურინიოს ბოლო შეხვედრა “ლესტერთან” გახლდათ, სადაც მისი შეგირდები 1:2 დამარცხდნენ.