როგორც ესპანური marca იუწყება, მადრიდის “რეალის” პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა კლუბის ლეგენდარულ ფხბურთელ რაულ გონსალესს ესპანურ გრანდში სამუშაო შესთავაზა და უარი მიიღო.
ესპანური გამოცემის ცნობით, რაულს ურჩევნია აშშ-ს კლუბის “ნიუ იორკ კოსმოსის” წარმომადგენელად იმუშაოს. პერესმა ესპანელს მიზანმიმართულად შესთავაზა სამსახური, რადგან თვლის, რომ კლუბის კრიზისული პერიოდიდან გამომდინარე, გონსალესის ავტორიტეტი გუნდს სასარგებლოდ წაადგება.