კალათბურთი

13:32 | 17.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

პირსმა 26 ათასს გადააბიჯა

“ლოს ანჟელეს კლიპერსის” ფორვარდმა პოლ პირსმა კარიერის განმავლობაში 26-ათას ქულიან ზღვარს გადააბიჯა. ეს “მილუოკი ბაქსთან” მოგებულ (103:90) შეხვედრაში მოხდა, რომელშიც 38 წლის კალათბურთელმა 6 ქულა ჩააგდო.

ვეტერანი ამერიკელი ნბა-ს ისტორიაში მხოლოდ მე-16 მოთამაშე გახდა, ვინც ხსენებულ ნიშნულს უწია. ახლა, პირსის მონაგარი 26 004 ქულაა. ამ სიაში მე-15 პოზიცია კევინ გარნეტს უკავია, რომელსაც 26 021 ქულა აქვს ჩაგდებული.

თეგებიპოლ პირსი
0.141611