კალათბურთი

10:55 | 17.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

ფაჩულიას 5 ქულა და 14 მოხსნა ინდიანაპოლისში

ზაზა ფაჩულიას „დალასმა“ ნბა-ს რეგულარული ჩემპიონატის მორიგი მატჩი ინდიანაპოლისში გამართა და ადგილობრივ „ინდიანა პეისერსთან“ ვერაფერი გააწყო. მასპინძლებმა ტეხასელები 26 ქულით - 107:81 დაამარცხეს.

ინდიანელებმა „დალასი“ მეორე ნახევარში გატეხეს, პირველი ტაიმის შემდეგ კი ფაჩულიას გუნდი ლიდერობდა - 47:45. მესამე მეოთხედში მასპინძლებმა 30:17 იმარჯვეს და „დალასმა“ თამაშის შემობრუნება ვეღარ მოახერხა.

ქართველი ცენტრი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 26 წუთი გაატარა. ფაჩულიამ ორმაგი დუბლისკენ მსვლელობა შედეგიანად დაიწყო და მე-9 წუთისთვის უკვე 5 ქულა და 9 მოხსნა ჰქონდა. სამწუხაროდ, ზაზას მეტი ქულები აღარ მოუგროვებია, მოხსნებშ კი 14-ამდე ავიდა. მთლიანობაში ქართველმა ცენტრმა 8-დან 2 ორქულიანი და 3-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, მისმა ჯამურმა მონაჯარმა კი 5 ქულა, 14 მოხხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა.

ინდიანელთა ცენტრმაიან მაჰინმიმ შეხვედრა 5 ქულით და 10 მხსნით დაასრულა, მთავარი დამრტყმელი ძალა კი ინდიანელებს პერიმეტრიდან ჰყავდათ - სიჯეი მაილსმა 20 ქულა მიითვალა, პოლ ჯორჯმა კი გამარჯვებულებს 20 ქულა მიაშველა.

14 მოგებითა და 12 მარცხით „დალასი“ დასავლეთ კონფერენციაში „მემფისთან“ 5-6 ადგილებს იყოფს. ფაჩულიას გუნდი მომდევნო მატჩს სწორედ მემფისელებთან, 19 დეკემბერს გამართავს.

www.gbf.ge

0.118132