ფეხბურთი

23:10 | 16.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

პეროტი სამი მატჩით დასაჯეს

იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ “ჯენოას” ნახევარმცველს დიეგო პეროტის სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა.

არგენტინელმა ფეხბურთელმა “ბოლონიასთან” წაგებული (0:1) შეხვედრის 81-ე წუთზე ამადუ დიავარას სახეში იდაყვი ჩაარტყა და წითელი ბარათი დაიმსახურა. აღნიშნული ეპიზოდი სადისციპლინო კომიტეტმა ცალკე განიხილა და პეროტი მკაცრად დასაჯა.

დიეგოს “რომასთან”, “სამპდორიასთან” და “ატალანტასთან” გასამართი მატჩების გამოტოვება მოუწევს.

27 წლის ნახევარმცველმა მიმდინარე სერია A-ში 13 მატჩი ჩაატარა და თითო გოლითა და საგოლე გადაცემით გამოირჩა.

0.122514